x
image
worldsport.ge
“სანდერლენდი” ბორინის შეძენის იმედს არ კარგავს

image“ლივერპულის” თავდამსხმელმა ფაბიო ბორინიმ, შესაძლოა, კარიერა “სანდერლენდში” გააგრძელოს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ცნობისათვის, კლუბებმა ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი უკვე შეათანხმეს (14 მილიონი ფუნტი), მაგრამ ბორინი კვლავ “ლივერპულის” ფეხბურთელია.
ამის მიზეზი მხრის სერიოზული ტრავმაა, რომელიც ფორვარდმა სულ ცოტა ხნის წინ მიიღო. ამის მიუხედავად, “სანდერლენდის” მთავარი მწვრთნელი – გუსტავო პოიეტი ბორინის დამატებას მაინც აპირებს:
“დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული გარიგება შედგება. “სანდერლენდი” ამ ტრანსფერზე მუშაობას განაგრძობს.” – განაცხადა პოიეტმა.
შეგახსენებთ, რომ გასული სეზონი 23 წლის იტალიელმა იჯარის წესით სწორედ “სანდერლენდში” გაატარა და 40 შეხვედრაში 10 გოლის გატანა შეძლო.

ლევან გოგოტიშვილი

www.worldsport.ge

0
0
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0