x
image
worldsport.ge
მანკილო "მერსისაიდელი" გახდა

image"ლივერპულის" ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, "მერსისაიდელებმა" ესპანელ მცველ ხავიერ მანკილოს შესახებ მადრიდის "ატლეტიკოსთან" შეთანხმებას მიაღწიეს. 20 წლის ფეხბურთელი მომდევნო სეზონში "ლივერპულში" განათხოვრების წესით ითამაშებს.
ინგლისური და ესპანური მხარეების შეთანხმების დეტალები ჯერჯერობით უცნობია. სხვადასხვა ევროპული მედია საშუალებები იმასაც იუწყებიან, რომ "ლივერპულს" მომდევნო სეზონის დასრულების შემდეგ, ხავიერ მანკილოს გამოსყიდვის საშუალებაც ექნება.
ესპანელმა მცველმა ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა.
გასულ სეზონში, ხავიერ მანკილომ მადრიდის "ატლეტიკოს" მაისურით მხოლოდ 7 შეხვედრა ჩაატარა.

გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
7
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
7
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0