x
image
worldsport.ge
ხავიერ ძანეტი სამშობლოში გაძარცვეს

imageროგორც ჩანს ყაჩაღები და მძარცველები ყველგან ერთნაირად უსამართლონი და კაი ხალხის ვერდამფასებლები არიან, თორემ დღისით, მზისით, ბუენოს აირესში ხავიერ ძანეტის გაძარცვა იქნებოდა? იმ ხავიერ ძანეტის, რომელიც სიცოცხლეშივე ლეგენდარულ კაცადაა ქცეული.
მას შემდეგ, . რაც ხავიერ ძანეტიმ პროფესიონალი ფეხბურთელის კარიერა 41 წლის ასაკში დაასრულა, მილანის “ინტერის“ ერთ-ერთი დირექტორის პოსტზე შეუდგა მუშაობას და თავისუფალი დროც თავზე საყრელად გაუჩნდა. ჰოდა, ადგა ეს ჩვენი ძანეტიც და თავისუფალ დღეებში არგენტინაში წასულა მშობლების სანახავად.
ბუენოს აირესის ერთ-ერთ ქუჩაზე ავტომობილით მამამისთან ერთად მიმავალი ხავიერ ძანეტი მძარცველებმა გააჩერეს, ავტომობილიც წაართვეს, ფული და პირადი ნივთებიც და არც გინება დაუკლიათ მისთვის. ხავიერმა ბევრი კი იძახა, - ძანეტი ვარ ბიჭებო - ასე ნუ მექცევითო, მაგრამ ყაჩაღს აუხსნი ამას? არგენტინის პოლიცია იძახის, გამალებით ვეძებთ ამის ჩამდენებსო. ჰო რა, იძახის და იძახის...

www.worldsport.ge

0
37
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0