x
image
worldsport.ge
დი მარია პსჟ-ში, შესაძლოა, დღესვე გადავიდეს

imageმთელი ზაფხულის განმავლობაში არ წყდება ხმები იმის შესახებ, რომ ანხელ დი მარია მომავალ სეზონში მადრიდის “რეალის” ფეხბურთელი აღარ იქნება.
ცოტა ხნის წინ El Confidencial –მა მორიგი ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც საფრანგეთის ჩემპიონმა დი მარიას ტრანსფერი, შესაძლოა, დღესვე დაადასტუროს.
გავრცელებული ინფორმაციით, არგენტინელის სანაცვლოდ პარიზელები 75 მილიონ ევროს გადაიხდიან და მასთან ოთხლიან ხელშეკრულებას გააფორმებენ.
პსჟ-ის გარდა, ანხელის მიმართ ინტერესს “მანჩესტერ იუნაიტედი” და მიუნხენის “ბაიერნიც” იჩენდნენ.
შეგახსენებთ, რომ დი მარია “რეალში” 2010 წელს “ბენფიკადან” გადავიდა და ოთხი წლის განმავლობაში სამეფო კლუბთან ერთად ლა ლიგა, ჩემპიონთა ლიგა და ორი ესპანეთის სამეფო თასი მოიგო.

ლევან გოგოტიშვილი

www.worldsport.ge

0
26
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
26
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0