x
image
worldsport.ge
ბლანი კიდევ ერთ ტრანსფერს არ გამორიცხავს

imageპსჟ-ის მთავარმა მწვრთნელმა, ლორან ბლანმა მომავალი სეზონისთვის მოსამზადებელ პერიოდზე ისაუბრა. პარიზელთა დამრიგებლის კომენტარს Beln Sport აქვეყნებს.
ბლანმა კლუბის ახალწვეულებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ შესაძლოა, პარიზელებმა კიდევ ერთი ტრანსფერი განახორციელონ.
“ახლა დავიდ ლუისის, ტიაგო სილვასა და მაქსველის დაბრუნებას ველით. მათ გარდა, მსოფლიო ჩემპიონატზე მოთამაშე ფეხბურთელებიდან მხოლოდ ეზეკილ ლავესიღა გვაკლია და ისიც ძალიან მალე შემოგვიერთდება. ამის შემდეგ, გუნდი სრული შემადგენლობით შეიკრიბება.
ჩვენ ორი მაღალი კლასის ფეხბურთელი დავიმატეთ (ორიე და დავიდ ლუისი). შესაძლოა, კიდევ ერთი ფეხბურთელი შევიძინოთ, მაგრამ ამისთვის ვინმე უნდა გავყიდოთ.” – განაცხადა ბლანმა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს პარიზულ გუნდს ძალიან ხშირად უკავშირებენ ანხელ დი მარიას, რომელსაც, თავის მხრივ, “რეალის” მიერ განხორციელებული ტრანსფერების გამო, შესაძლოა, სათამაშო დრო შეუმცირდეს.

ლევან გოგოტიშვილი

www.worldsport.ge

1
24
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
24
  
2014, 4 აგვისტო, 12:43
ხოდა გაყიდეთ ეს მარკინიოსი ხამებო
0 1 1