x
image
ვიზა კოხაძე
55 წლის " პედოფილი" დაკავებულია
image"British pedophile ",

რომელიც ამჟამად ეჭვმიტანილია 11 წლის კამბოჯელი გოგონას

გაუპატიურებაში, დაკავებულია.ჟენევაში დაბადებული მაიკლ ჯონსი, რომელსაც აქამდე ბრიტანული პოლიცია სამხრეთ უელსის მოქალაქედ თვლიდა, 55 წლის არის.გოგონამ უკვე ჩვენება მისცა პოლიციას, სადაც ის " ავადმყოფ პედოფილთან" სამჯერ სექსზე საუბრობს.პოლიციამ ეჭვი შეიტანა მამაკაცში, როდესაც 2013 წლის 9 აპრილს ის შენიშნეს ორ მცირეწლოვან გოგონასთან ერთად. გოგონების მონათხრობიდან ირკვევა, რომ მაიკლ ჯონსმა მდინარის ნაპირზე წაიყვანა ისინი.

პოლიციის ინფორმაციით 2013 წელს ის სავაჭრო ცენტრში მცირეწლოვანებთან ერთად იმყოფებოდა.


ასე მოიქცა ამჯერადაც, როდესაც 11 წლის ბავშვს სავაჭრო ცენტრში სათამაშოები და საკვები უყიდა, შემდეგ კი ნაქირავებ ბინაში წაიყვანა.24 ივლისს პნომპენის პოლიციამ " ადამიანთა ვაჭრობისა და არასრულწლოვანთა დაცვის წინააღმდეგ მებრძოლი " სამსახურის ხელშეწყობით დააკავა მაიკლ ჯონსი ოლიმპიური ტაქსის სადგურში გოგონასთან ერთად. ბავშვი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

imageimage
ექვსი გოგონას ჩვენება საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ეჭვმიტანილი დაეკავებინათ.27 ივლისს პნომპენის სასამართლომ ოფიციალურად წაუყენა ბრალი მაიკლ ჯონსს.დამნაშავე წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. წინასწარი ინფორმაციით, მას ბრალი წაეყენება არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ მავნე ქმედებებში და პროსტიტუციაში, რაც ითვალისწინებს სასჯელს 8 - დან 10 წლამდე.

სამხრეთ უელსის პოლიცია შეშფოთებულია მომხდარის გამო და პრეს სამსახურის განცხადებით ისინი მზად არიან საკონსულოს მიმართონ დახმარებისთვის, რათა მოხდეს მისი ექსტრადირება სასტიკად დასჯის მიზნით.image

0
190
10-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
190
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0