ფეხბურთი “დინამომ” სპარინგ შეხვედრაში “დილა” დაამარცხა 2014, 3 აგვისტო, 11:15 “დინამო არენაზე” “დინამომ” გორის “დილას” წინააღმდეგ სპარინგ შეხვედრა ჩაატარა. კახი გოგიჩაიშვილმა თბილისის “დინამოs” მთავარი მწვრთნელის პოსტზე პირველი მატჩი გამართა და პირველი მოგება მოიპოვა. დინამოელებმა საერთო ჯამში მეტოქეზე უკეთესი თამაში აჩვენეს და დილას 4:1 აჯობეს. ანგარიში შეხვედრის 36- ე წუთზე ზუსტი დარტყმით ირაკლი ძარიამ გახსნა. 71- ე წუთზე ლაშა შერგელაშვილმა კარგად შეასრულა საჯარიმო დარტყმა და ანგარიში ორამდე გაზარდა. ბუდუ ზივზივაძემ და საბა ლობჟანიძემ 77- ე წუთზე საგოლე კომბინაცია გაითამაშეს, რომელიც ამ უკანასკნელის ზუსტი დარტყმით დასრულდა- 3:0. მატჩის 90- ე წუთზე ლაშა ჯაფარიძემ მოახერხა ერთი ბურთის გაქვითვა. სულ მალე კი საბა ლობჟანიძის წამოწყებულ სოლო რეიდს პენალტი მოჰყვა თორნიკე ზარქუას კარში. საბამ თავად შეასრულა თერთმეტმეტრიანი დარტყმა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. http://fcdinamo.ge 52 1-ს მოსწონს
|