x
image
worldsport.ge
ნოიერის დუბლიორად ბორუციც სახელდება

image34 წლის პოლონელი მეკარე არტურ ბორუცი, შესაძლოა "საუთჰემპტონის" მორიგი დანაკარგი გახდეს. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, მიუნხენის "ბაიერნი" გუნდის პირველი მეკარის და მსოფლიო ჩემპიონის მანუელ ნოიერის დუბლიორად პოლონელსაც მოიაზრებს.
მოგეხსენებათ, "რეკორდმაისტერთა" დამრიგებელმა პეპ გვარდიოლამ, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გუნდს კიდევ ერთი მეკარე სჭირდება. მიუნხენელებს კეილორ ნავასსაც უკავშირებდნენ, თუმცა მოლაპარაკება არ შედგა. ესპანური მედია კოსტა რიკელის ტრანსფერს მადრიდის "რეალში" უახლოეს პერიოდში ელის.
საუბარია ვიქტორ ვალდესის “ბაიერნში” შესაძლო გადაბარგებაზეც. ესპანელი მეკარე "ბარსელონას" უკვე დაემშვიდობა და შესაძლოა, თავი გერმანიაში, მისთვის კარგად ნაცნობ გვარდიოლასთან ამოჰყოს.
ბრიტანული მედია აგრეთვე იუწყება, რომ ბორუცის ტრანსფერის შემთხვევაში, "საუთჰემპტონი" ინგლისის ეროვნული ნაკრების და "სელტიკის" კარის დარაჯ ფრასერ ფორსტერს გადაიბირებს.
გასულ სეზონში ვეტერანმა პოლონელმა მეკარემ, საუთჰემპტონელთა მაისურით 29 მატჩი ჩაატარა.

გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
3
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
3
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0