x
image
worldsport.ge
მუჰამედ სალაჰი: “ჩელსის” მიზანი ჩემპიონთა ლიგისა და პრემიერლიგის მოგებაა”

image“ჩელსისა” და ეგვიპტის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა – მუჰამედ სალაჰმა თავისი გუნდის მოსამზადებელ პერიოდსა და მომავალ სეზონში “არისტოკრატთა” მიზნებზე ისაუბრა.
“მოსამზადებელ ეტაპზე ორი გოლი გავიტანე და ძალიან ბედნიერი ვარ. გოლის გატანა ყოველთვის სასიამოვნოა, მაგრამ ჩემთვის მთავარი, გუნდის წარმატებაა და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ. დარწმუნებული ვარ, წინასაზეზონო შეკრებები გუნდს ძალიან წაადგება. კარგად ვვარჯიშობთ და ყოველდღიურად ვპროგრესირებთ. მოკლედ რომ ვთქვათ, ყველაფერი შესანიშნავად მიდის.
მომავალ სეზონში ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგისა და ინგლისის პრემიერლიგის მოგება იქნება. პირადად მე ბევრ მიზანს არასოდეს ვისახავ. მთავარია, ყოველდღიურად გავიზარდო, როგორც ფეხბურთელი და გუნდს დავეხმარო.” – აქვეყნებს ეგვიპტელის სიტყვებს “ჩელსის” ოფიციალური საიტი.
შეგახსენებთ, რომ სალაჰი “ჩელსიში” ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას “ბაზელიდან” გადავიდა.

ლევან გოგოტიშვილი

www.worldsport.ge

0
6
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
6
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0