x
image
worldsport.ge
კლაუდიო ბრავო: “ჩემი და ტერ შტეგენის შანსები თანაბარია”

image“ბარსელონას” ახალწვეული კლაუდიო ბრავო თვლის, რომ მას და ტერ შტეგენს კატალონიელთა სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრის თანაბარი შანსი აქვთ. ბრავოს კომენტარს Goal.com-ი ავრცელებს:
“ტერ შტეგენმა გამაოცა – იგი უმაღლესი დონის მეკარეა. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ნულიდან ვიწყებდი, სათადარიგო მეკარე არასოდეს ვყოფილვარ, სკამზე ჯდომას არც აქ ვაპირებ და ძირითადისთვის ყველაფერს გავაკეთებ. ვფიქრობ, მე და ტერ შტეგენს ძირითადში მოხვედრის თანაბარი შანსი გვაქვს. “ბარსელონაში” ჯანსაღი კონკურენციაა, რაც გუნდს ძალიან წაადგება.” – განაცხადა ბრავომ.
შეგახსენებთ, რომ კლაუდიო ბრავო, ისევე, როგორც მარკ ანდრე ტერ შტეგენი, “ბარსელონაში” მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას ჩაირიცხა.

ლევან გოგოტიშვილი

www.worldsport.ge

0
15
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
15
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0