x
image
worldsport.ge
ფალკაო ბრუნდება

image"მონაკოს" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ლეონარდუ ჟარდიმმა განაცხადა, რომ კოლუმბიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი რადამელ ფალკაო "ვალენსიას" და ლონდონის "არსენალის" წინააღმდეგ გასამართ ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობას მიიღებს.
"ფალკაო ამ უქმებზე ითამაშებს. "ვალენსიის" წინააღმდეგ კოლუმბიელი, შესაძლოა 15-20 წუთი ვათამაშო, ხოლო "არსენალთან" შეხვედრაში უფრო მეტ დროს მივცემ. მას უნდა მატჩი თავიდან ბოლომდე ჩაატაროს. ფიზიკურად ფალკაო 100%-ით მზადაა, მაგრამ სათამაშო ფორმაში შესასვლელად დრო სჭირდება. ეს მატჩები მას დაეხმარება საფრანგეთის ჩემპიონატს უკვე მზადყოფნაში შეხვდეს." - განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.
მოგეხსენებათ, რადამელ ფალკაომ ბრაზილიაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი, იანვარში მიღებული მძიმე ტრავმის გამო გამოტოვა. კოლუმბიელ თავდამსხმელს ტრავმის გამო ნახევარი სეზონის გამოტოვებაც მოუხდა.

გიორგი ბალახაძე

www.worldsport.g

0
19
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
19
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0