x
image
worldsport.ge
პსჟ-მა რაბიო “მილანში” არ გაუშვა

image“მილანი” ადრიენ რაბიოს შეძენითაა დაინტერესებული. Sky Italia–ს ცნობით, იტალიელებმა პარიზელებს კონკრეტული წინადადებითაც მიმართეს, მაგრამ ახალგაზრდა ფრანგის ტრანსფერზე უარი მიიღეს.
გავრცელებული ინფორმაციით, რაბიოში ფრანგები გუნდის მომავალ ლიდერს ხედავენ და მისი გაყიდვა არ სურთ. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად (რაბიო მხოლოდ 19 წლისაა), მან პსჟ-ის შემადგენლობაში უკვე 34 მატჩი ჩაატარა და სამი გოლის გატანაც შეძლო.
მანამდე, რაბიოს შეძენა “არსენალს”, “ჩელსის”, “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “იუვენტუსს” სურდათ.
შეგახსენებთ, რომ 2013 წლის ევროპის ჩემპიონატზე რაბიოს საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრების წინააღმდეგაც აქვს ნათამაშები.

ლევან გოგოტიშვილი

www.worldsport.ge

0
17
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
17
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0