x
image
worldsport.ge
ველინგტონმა "შახტარს" გაშვება სთხოვა

imageდონეცკის "შახტარის" ბრაზილიელ თავდამსხმელ ნიმ ველინგტონს უკრაინული კლუბის დატოვება სურს. ბრაზილიური მედიის ცნობით, 22 წლის ფეხბურთელს კვლავ "ფლუმინენსეში" დაბრუნება უნდა, საიდანაც მისი ტრანსფერი 9 მილიონ ევროდ განხორციელდა.
მართალია, ველინგტონი იმ ფეხბურთელებს შორის არაა, რომლებმაც უკრაინაში მიმდინარე დაძაბული ვითარების გამო, შვებულების შემდეგ უკან დაბრუნებაზე უარი განაცხადეს, მაგრამ როგორც ჩანს, ახალგაზრდა მოთამაშეც გვარიანადაა შეშინებული.
ველინგტონს "შახტართან" კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და მისი მომავალი, სავარაუდოდ კვირის ბოლომდე გადაწყდება. გასულ სეზონში ბრაზილიელმა დონეცკელთა მაისურით მხოლოდ ხუთი შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
4
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
4
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0