x
image
worldsport.ge
“ინტერს” ოსვალდოს იჯარით აყვანა სურს

imageროგორც “მსოფლიო სპორტმა” უკვე გაუწყათ, “საუთჰემპტონის” ფეხბურთელის, პაბლო ოსვალდოს შეძენით მილანის “ინტერია” დაინტერესებული. გუშინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ იტალიური კლუბი ძალიან ახლოსაა მის გადაბირებასთან. აღნიშნულ ინფორმაციას Sky Italia ავრცელებს.
თავის მხრივ, ფეხბურთელის გაშვების წინააღმდეგი არც “საუთჰემპტონია”, მაგრამ საუბარი არა ოსვალდოს გაყიდვაზე, არამედ ერთწლიან იჯარაზეა. ამასთან, ინგლისელები ფულის ნაცვლად “ინტერის” ნახევარმცველის – საფირ ტაიდერს ითხოვენ ანალოგიური პირობით.
შეგახსენებთ, რომ 28 წლის ოსვალდომ გასული სეზონის მეორე ნახევარი “იუვენტუსში” გაატარა, თუმცა მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა. ტაიდერმა კი, სერია ა-ს 25 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მანაც ერთი გოლის გატანა შეძლო.

ლევან გოგოტიშვილი

www.worldsport.ge

0
0
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0