x
image
worldsport.ge
ენერ ვალენსია “ვესტ ჰემში” გადავიდა

imageეკვადორის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ენერ ვალენსია, რომელიც აქამდე მექსიკის “პაჩუკაში” გამოდიოდა, კარიერას ლონდონის “ვესტ ჰემში” გააგრძელებს. მის სანაცვლოდ ინგლისელებმა 12 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადეს.
აღსანიშნავია, რომ 25 წლის ვალენსიას “ვესტ ჰემში” ტრანსფერი გაჭიანურდა და მას დიდი ბრიტანეთის სამუშაო ვიზა მხოლოდ 29 ივლისს მისცეს.
“მოხიბლული ვარ, რომ ლონდონში აღმოვჩნდი. კლუბის შესახებ უკვე ბევრი რამ გავიგე. მე ვიცი, რომ ამ გუნდს ძალიან კარგი გულშემატკივრები ჰყავს და “ვესტ ჰემში” გადასვლა მართლაც მახარებს” – იუწყება ვალენსიას სიტყვებს ბრიტანული პრესა.



ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
9
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
9
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0