x
image
ვიზა კოხაძე
შემზარავი მკვლელობა ზესტაფონში: - 22 წლის სალომე ჯორბენაძე ყოფილმა მეუღლემ მოკლა ( + ფოტოები ფეისბუქიდან )
imageარაჩვეულებრივი სილამაზის, მომხიბლავი აღნაგობისა და თანატოლებში ყოველთვის გამორჩეული ბუნების 22 წლის სალომე ჯორბენაძე 25 ივლისს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. " ირინეს" პარკში საკუთარმა მეუღლემ მოკლა.

სალომე ჯორბენაძე სამოდელო სამყაროში აპირებდა საკუთარი სიტყვის თქმას, მაგრამ არ დასცალდა. გოგონა ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. ეს შემზარავი ტრაგედია გუშინ საღამოს დაახლოებით 8 საათზე მოხდა, მაშინ, როცა " ირინეს" პარკი გადაჭედილი იყო ხალხით.

ოფიციალურად არავინ საუბრობს დატრიალებული ტრაგედიის მიზეზებზე, თუმცა საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მისი მეუღლე სერგი საცერაძე, რომელიც ზესტაფონის პოლიციის თანამშრომელია, კატეგორიული წინააღმდეგი იყო ცოლი შოუბიზნესში ჩართულიყო.სალომეს მეგობრებიდან ირკვევა, რომ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოები, სადაც გარდაცვლილის საკმაოდ თამამი ფოტოსესიაა, გახდა მიზეზი იმისა, რომ მკვლელობით დასრულებულიყო მისი სიცოცხლე.imageimageimageimage
image
imageimageimageimage
სალომესა და სერგი საცერაძის ფეისბუქის გვერდიდან ირკვევა, მას ბოლო დროს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან, რაზეც მათი ფოტოები და სტატუსები მეტყველებს.image

image
აი რას აქვეყნებს სერგი საცერაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე:image
imageimageimageimage
ბევრის მთქმელი და დამაფიქრებელია მკვლელის მიერ სოციალურ ქსელში განთავსებული შეგონებები. კითხვა კი მხოლოდ ერთია: - " იყო თუ არა ეს შემზარავი ტრაგედია წინასწარ განზრახული მკვლელობა?"


22 წლის ულამაზეს ზესტაფონელ გოგონას სალომე ჯორბენაძეს მცირეწლოვანი შვილი - სანდრიკა დარჩა.image









8
3431
13-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
3431
  
2014, 29 ივლისი, 7:41
სამჯერ არა ოთხჯერ ესროლა:(((
2014, 27 ივლისი, 16:57
მე როგორც გავიგე ცოლს დაურეკია ამ ყოპილი ქმრისთვის ვითომდა ახალი მეუგლის გასაცნობად , და ამიტომ ესროლა 3ჯერ ://
2014, 27 ივლისი, 16:20
თსუ-შI ერთ-ერთი გამორჩეული იყო სილამაზით....მუდამ გესიამოვნებოდა მისი დანახვა.... ძალიან დაგვაკლდება სალომე....:((((( ყველას გული დაგვიწყვიტა
2014, 26 ივლისი, 17:49
რა ლამაზი გოგო თან :( ძალიან შემეცოდა.ალბათ ძალიან უყვარდა,იეჭვიანა ასეტი ფოტოების და ალბათ სხვა რაღაცების გამო და მოკლა.ძალიან გახშირდა მსგავსი ფაქტები საქართველოში და სატირალია!!! ქართველი კაცები იმას იძახიან ქართველი ქალები სექსუალურები არ ხართო და სექსუალურები თუ ყავთ გვერდით ეჭვიანობით ახრჩობენ ან სასიკვდილოდ იმეტებნ.რა უბედურებაა?
2014, 26 ივლისი, 16:44
რა შუაშია ჭიკაიძე ??ისე რომ იცოდეთ ამ საცერაძეს ინგლისურის კარგად ცოდნისათვის თავის დროზე ვანომ პისტოლეტი აჩუქა და ძალიან აუვარდა თავში და ბლატაობდა მე ვანოს ნაჩუქარი იარაღი მაქვსო.და კიდე ეს საცოდავი მაგის ცოლი აღარ იყო და ეს ვერ ინელებდა იმას რომ ამ გოგოს მაგრად ეკიდა.
2014, 26 ივლისი, 13:19
ჭიკაიძეს თავისი უვიცობა ეყოფა და ზესტაფონს კი არა სადაც ცხოვრობს, იმასაც ვერ მოუვლის დარწმუნებული ვარ ეგ ბრიყვი და.....
წინასწარ ჰქონდა ალბათ დაგეგმილი ამ ბიჭს და ამიტომაც აზიარებდა ალბათ იმ სტატუსებს- ორივე მაგრა შემეცოდა
2014, 26 ივლისი, 11:54
რა შუაშია ჭიკაიძის პოლიცია? რა კავშირშია ერთმანეთთან? თავი შეიკავეთ რა უაზრო კომენტარებისგან, რომელიც არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება!
2014, 26 ივლისი, 11:32
ესეც ჩვენი ჭიკაიძის პოლიცია - რა უბედურებაა :(((
0 1 8