x
image
worldsport.ge
როჯერსს ჯერარდთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს

image“ლივერპულის” მთავარ მწვრთნელს, ბრენდან როჯერსს, იმედი აქვს, რომ გუნდის კაპიტანი – სტივენ ჯერარდი კლუბთან ხელშეკრულებას გაახანგრძლივებს.
შეგახსენებთ, რომ სტივენს “ლივერპულთან” მხოლოდ ერთწლიანი კონტრაქტი აკავშირებს და მთავარ მწვრთნელს სურს, რომ კლუბსა და ლეგენდარულ ნახევარმცველს შორის თანამშრომლობა გაგრძელდეს.
“ძალიან მიხარია, რომ გუნდში ჯერარდი გვყავს და იმედი მაქვს, ახალი კონტრაქტის გაფორმება პრობლემა არ იქნება. კაპიტანი შესანიშნავ ფორმაშია და დარწმუნებული ვარ, ახალი ხელშეკრულება მხოლოდ დროის საკითხია. მას კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ საუკეთესო გადაწყვეტილებას მიიღებს. ჯერარდი კიდევ უფრო პროდუქტიული იქნება, რადგან სანაკრებო კარიერა დაასრულა და მხოლოდ კლუბზე იფიქრებს.” – განაცხადა როჯერსმა SkySports-თან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ ჯერარდს “ლივერპულის” პირველ გუნდში დებიუტი 1998 წელს ჰქონდა და საერთო ჯამში, კლუბის მაისურით 669 მატჩში 173 გოლი გაიტანა.

ლევან გოგოტიშვილი

www.worldsport.ge

0
0
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0