x
image
worldsport.ge
ოფიციალურად: ლამპარდი “ნიუ-იორკის” ფეხბურთელია

imageლონდონის “ჩელსის” ყოფილი ნახევარმცველი – ფრენკ ლამპარდი “ნიუ-იორკის” ფეხბურთელია. ლეგენდარულმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ახალ კლუბთან ორწლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. აღნიშნულ ინფორმაციას ამერიკული კლუბის ოფიციალური საიტი ავრცელებს.
36 წლის ვეტერანი ახალ კლუბში დავიდ ვილიასთან ერთად იასპარეზებს და კვირაში 113 ათას ევროს გამოიმუშავებს. ლამპარდმა კლუბის საიტს მცირე ინტერვიუ მისცა:
“ჩელსიში” ზღაპრული 13 წელი გავატარე და ამ გადაწყვეტილების მიღება ძალიან გამიჭირდა, მაგრამ, როგორც კლუბისთვის, ისე ჩემთვისაც ასე სჯობს. “ნიუ-იორკი” მომავლის გუნდს აშენებს და კლუბის ხელმძღვანელებმა დამარწმუნეს, რომ ამ პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი ვარ. წარმატებისთვის ყველაფერს გავაკეთებ. ეს დღე ჩემთვის განსაკუთრებულია – MLS-ი ჩემთვის დიდი გამოწვევაა და საკუთარი თავის გამოცდა მსურს.” – განაცხადა “სუპერ ფრენკიმ”.
ბევრი სპეციალისტის აზრით, უახლოეს მომავალში, შესაძლოა, ლამპარდმა სტივენ ჯერარდს მიბაძოს და სანაკრებო კარიერა დაასრულოს. ფრენკმა ნაკრების მაისურით 106 მატჩი ჩაატარა და 29 გოლი გაიტანა.

ლევან გოგოტიშვილი

www.worldsport.ge

0
4
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
4
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0