x
image
worldsport.ge
“იუვენტუსი” ეტოოს ეპატიჟება

imageტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელობა თავდასხმის ხაზის გასაძლიერებლად 33 წლის კამერუნელი ფორვარდის სამუელ ეტოოს ვარიანტს განიხილავს. შეგახსენებთ, “ბებერი ქალბატონის” ახალწვეულმა ალვარო მორატამ რამდენიმე დღის წინ, ვარჯიშის დროს ტრავმა მიიღო, მინიმუმ თვენახევარი ვერ შეძლებს თამაშს და ტურინელებმა პრობლემის მოსაგვარებლად ეტოოს უკვე მიმართეს. Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, “იუვენტუსმა” კამერუნელ ფორვარდს უკვე შესთავაზა ერთწლიანი კონტრაქტი.
სამუელ ეტოომ გასული სეზონი “ჩელსის” რიგებში გაატარა. პრემიერლიგაში 21 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი 9 გოლით და 5 საგოლე პასით გამოიჩინა.


ოთარ მაღლაკელიძე

www.worldsport.ge

0
13
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
13
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0