x
image
worldsport.ge
მატიე: “ბარსელონა” მსოფლიოს საუკეთესო გუნდია”

imageროგორც “მსოფლიო სპორტმა” უკვე გაცნობათ, ჟერემი მატიე კარიერას “ბარსელონაში” გააგრძელებს. დღეს ფრანგმა მცველმა ახალი კლუბის ოფიციალურ საიტს მცირე ინტერვიუ მისცა:
“კლუბმა იცის, რა შემიძლია და ყოველ თამაშში ბოლომდე დავიხარჯები. მსოფლიოს საუკეთესო კლუბში გადმოვედი და “ბარსელონას” ფეხბურთელობით ამაყი ვარ” – განაცხადა მატიემ.
შეგახსენებთ, რომ კატალონიელებს “ვალენსიადან” 30 წლის ფეხბურთელის შეძენა 20 მილიონი ევრო დაუჯდათ. ფრანგი მცველი ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის.

ლევან გოგოტიშვილი

www.worldsport.ge

0
4
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
4
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0