x
image
worldsport.ge
ლიოვი გერმანიას 2016 წლამდე გაწვრთნის

imageგერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, იოაჰიმ ლიოვი, გუნდთან თანამშრომლობას გააგრძელებს.
შეგახსენებთ, რომ 54 წლის სპეციალისტმა გერმანიის საფეხბურთო კავშირთან ხელშეკრულება შარშან გაახანგრძლივა და მხარეებმა კონტრაქტის შეწყვეტა არ მოისურვეს.
“ახლა გერმანიის ეროვნული ნაკრები 2016 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის უნდა მოვამზადო და ჯერჯერობით სხვა არაფერზე ვფიქრობ.” – აქვეყნებს ლიოვის კომენტარს Bild-ი.
შეგახსენებთ, რომ ლიოვის ხელმძღვანელობით, გერმანიამ გასული მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში არგენტინას 1:0 სძლია და მუნდიალის ოქროს მედლები მეოთხედ მოიპოვა.

ლევან გოგოტიშვილი

www.worldsport.ge

0
9
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
9
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0