x
image
worldsport.ge
აქტობე “მსოფლიო სპორტის” ფოტოკორესპონდენტის თვალით

imageდღეს თბილის”დინამო” ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩს გამართავს აქტობეში, ადგილობრივ “აქტობესთან.” თამაში 19 საათზე დაიწყება. მანმადე კი “მსოფლიო სპორტის” ფოტოკორესპონდენტმა ბადრი კეთილაძემ ქალაქ აქტობეს ღირსშესანიშნაობების ფოტოჩანახატი მოგვაწოდა. აქტობე (ყოფილი აქტიუბინსკი) დასავლეთ ყაზახეთშია და იქ დაახლოებით 400 ათასი ადამიანი ცხოვრობს. ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი ინდუსტრიული და კულტურული ცენტრია. როგორც მთელს ყაზახეთში, აქაც საბჭოთა გავლენა ჯერ კიდევ იგრძნობა. თანამედროვე შენობები და პარკები ცხადია, შენდება, მაგრამ ქუჩაში თუ სასტუმროში ყოფნისას ბევრ პოლიციელსა და უშიშროების თანამშრომელს შეხვდებით, რომლებიც ერთთავად გამოწმებენ სად მიდიხარ, საიდან მოდიხარ, რამდენი ხართ და ასე შემდეგ. საკმაოდ ლამაზი ეკლესია-მეჩეთებია და თქვენ წარმოიდგინეთ ქართული რესტორანი – “თბილისოც” კი არის. ძირითადი მაცხოვრებლები ყაზახები და რუსები არიან.
კობლანდი ბატირის სახელობის 13 ათასიან სტადიონზე, რომელიც “აქტობეს” იჯარით აქვს აღებული, დღეს ანშლაგი იქნება, რადგან ბილეთები სამი დღის წინ უკვე გაყიდული იყო.


ბადრი კეთილაძის ფოტო

www.worldsport.ge

0
24
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0