x
image
worldsport.ge
ფერეირა კარასკოს გზა რომში მიდის

image“რომას” ხელმძღვანელობა “მონაკოს” ნახევარმცველ იანიკ ფერეირა-კარასკოთი დაინტერესდა და Sky –ს ცნობით, ფრანგულ კლუბს უკვე ოფიციალური სატრანსფერო წინადადებით მიმართა.
იტალიელები მზად არიან, 20 წლის ბელგიელის სანაცვლოდ 3 მილიონი ევრო გაიღონ. უცნაურად დაბალი ფასის მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ თავად ფერეირა კარასკო “რომას” უკვე შეუთანხმდა თუ “მონაკო” შეთავაზებას არ დათანხმდება, მაშინ მომავალი სეზონის დასრულებისთანავე ფეხბურთელი გუნდიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით წავა.
საფრანგეთის ჩემპიონატის გასულ სეზონში იანიკ ფერეირა-კარასკომ 18 თამაში ჩაატარა და თავი 3 გოლით და 2 საგოლე პასით გამოიჩინა.



ოთარ მაღლაკელიძე

www.worldsport.ge

0
1
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0