x
image
worldsport.ge
მადრიდელი ხამესი

imageპოპულარული ესპანური გამოცემის "მარკას" ინფორმაციით, კოლუმბიის ეროვნული ნაკრების და სავარაუდოდ, აწ უკვე "მონაკოს" ყოფილი ფეხბურთელი ხამეს როდრიგესი, დღეს ან არაუგვვიანეს ხვალისა, მადრიდის "რეალთან" ხელშეკრულებას გააფორმებს.
მოგეხსენებათ 23 წლის ფეხბურთელი უკვე მადრიდში იმყოფება და კოლუმბიელის მაისური ესპანეთის დედაქალაქის მაღაზიებში გასაყიდად უკვე გამოსულია.
ესპანური მედიის ინფორმაციით, სამეფო კლუბი შემტევ ფეხბურთელში 80 მილიონ ევროს გადაუხდის და ფეხბურთელთან 6-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. ხელფასის სახით როდრიგესს 7 მილიონი ევრო ექნება, ხოლო "რეალში" 10-ნომრიან მაისურს მოირგებს. ტონი კროოსის შემდეგ, ხამესი მადრიდელთათვის, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში, მეორე ვარსკვლავური შენაძენი იქნება.
გასულ სეზონში ხამეს როდრიგესმა "მონაკოს" მაისურით 38 მატჩი ჩაატარა და 10 გოლთან ერთად 14 საგოლე გადაცემასაც მოუყარა თავი. კოლუმბიელმა ფეხბურთელმა ბრაზილიაში დასრულებულ 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საუკეთესო ბომბარდირის ტიტულიც მოიპოვა (6 გოლი).


გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
22
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0