x
image
worldsport.ge
ჯერარდმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

imageსტივენ ჯერარდი ინგლისის ნაკრებში აღარ ითამაშებს. ეს ინფორმაცია "ლივერპულის" საიტზე გამოქვეყნდა. "წითლების" ლეგენდარული ნახევარმცველი 2000 წლიდან თამაშობს ეროვნულ ნაკრებში და 114 მატჩში 21 გოლი გაიტანა. ის კაპიტანი გახლდათ 2014 წლის მუნდიალზე, სადაც როი ჰოჯსონის გუნდმა მხოლოდ 1 ქულა აიღო და ჯგუფში ჩარჩა. ასევე კაპიტანი იყო 2010 წელსაც.
ჯერარდმა პირველი სანაკრებო გოლი 2002 წელს, გერმანიასთან 5:1 მოგებულ მატჩში გაიტანა, ბოლო კი გასული წლის ოქტომბერში პოლონეთთან 2:0 მოგებულ შეხვედრაში.
ინგლისისი ნაკრებში ყველაზე ნეტი მატჩი პიტერ შილტონს ჩაუტარებია (125), მეორეზე დევიდ ბექჰემია (115), მესამეზე კი - ჯერარდი (114).


ილია ნანობაშვილი

www.worldsport.ge

0
9
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
9
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0