x
image
worldsport.ge
იოვან პოპოვიჩი: “მონტენეგროსთან დიდი ანგარიშით წაგებამ მომავალი მატჩებისთვის მზადებაში ხელი არ უნდა შეგვიშალოს”

imageყველამ იცოდა, რომ საქართველოს ნაკრებს ძალიან გაუჭირდებოდა თამაში მონტენეგროსთან - ევროპისა და მსოფლიოს ერთერთ უძლიერეს გუნდთან. მით უმეტეს, რომ მონტენეგროს ძალიან სჭირდებოდა დიდი ანგარიშით გამარჯვება A ჯგუფში პირველი აგილის დასაკავებლად. Mმეტოქემ ძალიან მოინდომა, აჩვენა თავისი მაღალი სათამაშო კლასი და დიდი ანგარიშით 17:2 დაამარცხა საქართველოს ნაკრები - ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტი. მიუხედავად ძალიან უსიამოვნო ანგარიშისა, მთელი მატჩი ქართველ ქომაგთა მცირერიცხოვანი ჯგუფი და უნგრელი ფანების დიდი ნაწილი, მათ შორის, განსაკუთრებით გამოვარჩევდი ქალებსა და ბავშვებს, ქომაგობდნენ ჩვენ გუნდს შეძახილებით ქართულ და უნგრულ ენებზე. Mმონტენეგროს ქომაგებიც აქტიურები იყვნენ, მაგრამ ქართველი წყალბურთელების გატანილ ორ ბურთს ქართველი და უნგრელი ფანებისგან ისეთი ოვაციები მოყვა, გეგონებოდა ანგარიში გავათანაბრეთო - ეს იყო მასპინძელთაგან საქართველოს ნაკრების მიმართ სიმპათიის გამოხატვა.
მატჩის შემდეგ ჩვენი გუნდის მწვრთნელმა იოვან პოპოვიჩმა გვითხრა: “რასაკვირველია, ცუდია რომ წავაგეთ დიდი ანგარიშით, უკეთესად თამაში შეგვეძლო, თუმცა უნდა გავითვალისწიონოთ ორი ფაქტორი: მონტენეგრო ევროპისა და მსოფლიოს ერთერთი უძლიერი გუნდია. ჩვენი ნაკრები ემოციურად და ფიზიკურად გადაღილი იყო რუსეთთან მძიმე თამაშის შემდეგ. მონტენეგროსთან დიდი ანგარიშით წავაგეთ, თუმცა უფრო ძლიერი გუნდებიც დამარცხებულან მსგავსად, ამიტომ ახლა მთავარია ბიჭებმა სწრაფად დაივიწყონ ეს წაგება, რომელსაც სატურნირო ცხრლის თვალზასრისით არ ჰქონდა დიდი მნიშვნელობა; საჭიროა გავაგრძელოთ მომავალი მატჩებისათვის მზადება - ჩვენი გუნდი 7-12 ადგილებისთვის იბრძოლებს, ვეცდებით უკეთესად ვიასპარეზოთ და წარმატებას მივაღწიოთ, Pთუმცა პროგნოზებისაგან თავს შევიკავებ”.
Uუნგრელი კოლეგები მატჩის შემდეგ მეუბნებოდნენ: “ცუდია, ასე დიდი ანგარიშით რომ დამარცხდით, მაგრამ ჩემპიონატი გრძელდება, საქართველოს ნაკრები არ უნდა გატყდეს ფსიქოლოგიურად და მაქსიმალური კონცენტრაცია უნდა გააკეთოს დარჩენილ მატჩებზე”.
Mმე ვუერთდები ჩემი კოლეგების მოსაზრებას და ვიმედოვნებ, საქართველოს ნაკრები ძალ-ღონეს არ დაიშურებს ჩემპიონატში შედარებით მაღალი სარეიტინგო ადგილის მოსაპოვებლად.

თენგიზ პაჭკორია, ბუდაპეშტიდან, სპეციალურად www.worldsport.ge
ხათუნა გაბიტაშვილის ფოტოები


0
15
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
15
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0