x
image
worldsport.ge
"მეტალურგის" მწვრთნელად ვარლამ კილასონია რჩება

imageროგორც იცით, რუსთავის "მეტალურგში" ხელმძღვანელობა შეიცვალა. კლუბის სათავეში ის პიროვნებები მოვიდნენ, რომლებმაც თავის დროზე "ოლიმპი" დააარსეს. იყო ვარაუდი, რომ მწვრთნელად გელა გომელაური ("ვიტ ჯორჯიას" მწვრთნელი 2010/2011 წლებში) დაინიშნებოდა, თუმცა ვარლამ კილასონია გუნდის მთავარ მწვრთნელად რჩება.
გომელაური და ნიკოლოზ დოლიძე კლუბის სათავეში იქნებიან, თუმცა ჯერ დასალაგებელია სიტუაცია და ვინ რა თანამდებობაზე იქნება, გასარკვევია.
ეს ინფორმაცია "მეტალურგის" პრესატაშე თამარ დაჩიბერაძემ მიაწოდა "მსოფლიო სპორტს". მოკლედ, გუნდი ემზადება და კილასონიაც აგრძელებს მუშაობას. "მეტალურგმა" საკონტროლო მატჩიც გამართა და პირველლიგელ სტუ-ს 4:1 მოუგო.
"მეტალურგის" შემადგენლობა I ტაიმში: ტყეშელაშვილი, ლომაია, ნარიმანიძე, კონსტანტინე ხიზანეიშვილი, თათხაშვილი, გიგაური, ზვიადაძე, სტეფნიაშვილი, ტორონჯაძე, ბეროშვილი, გაბაშვილი.
II ტაიმში: ბედიაშვილი, დავით საჯაია, ცნობილაძე, კაკაშვილი, კონსტანტინე ხიზანეიშვილი, ექვთიმიშვილი, ვარლამ კილასონია, შალამბერიძე, ვასაძე, ქავთარაძე, სიხარულიძე.
გოლები გაიტანეს: ტორონჯაძემ, ვარლამ კილასონიამ (2), სიხარულიძემ.
როგორც ხედავთ, გუნდში არაერთი ახალწვეულია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველა მათგანი დარჩება. მათთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. სტუ-სთან მატჩში გუნდს არ ჰყავდა გიორგი კილასონია და თორნიკე ქიტეიშვილი, რომლებიც 19-წლამდელებთან ერთად ვარჯიშობენ.


ილია ნანობაშვილი

www.worldsport.ge

0
11
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
11
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0