x
image
worldsport.ge
ლავეცისთვის ბრძოლაში "მილანიც" ჩაერთო

imageარგენტინის ეროვნული ნაკრების და "პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელის ეზეკიელ ლავეცისადმი ინტერესი "მილანმაც" გამოიჩინა. იტალიური მედიის ინფორმაციით, "როსონერის" პრეზიდენტი სივლიო ბერლუსკონი, ბარბარა ბერლუსკონი, ადრიანო გალიანი და კლუბის ახალი მწვრთნელი ფილიპო ინძაგი შეიკრიბნენ და 29 წლის არგენტინელის ტრანსფერი განიხილეს.აქვე ცნობილი ხდება, რომ "მილანი" უახლოეს მომავალში პსჟ-სთვის ფეხბურთელის სანაცვლოდ შეთევაზებას გააკეთებს. იტალიაში თავდამსხმელისადმი ინტერესს კიდევ ორი კლუბი, "იუვენტუსი" და "ინტერი" იჩენენ. ლავეცის მოსურნეები ინგლისშიც არ აკლია.ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენ მილიონს შესთავაზებს იტალიური მხარე ფრანგებს. თავად ფეხბურთელი სარფიანი წინადადების შემთხვევაში იტალიაში დაბრუნებაზე უარს არ იტყვის, მით უმეტეს, რომ "ნაპოლიში" წარმატებულად თამაშობდა და სერია A-ს კარგად იცნობს.


გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
4
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
4
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0