x
image
worldsport.ge
ოფიციალურად: მორატა ბიანკონერია

imageმადრიდის "რეალის” ესპანელი ფორვარდი ალვარო მორატა, ოფიციალურად ტურინის "იუვენტუსის" ფეხბურთელი გახდა. 21 წლის შემტევმა ტურინელებთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, ხოლო "ბიანკონერი" სამეფო კლუბს 20 მილიონ ევროს გადაუხდის.
იტალიური და ესპანური მხარეები, დღემდე უცნობ კონტრაქტის კიდევ ერთ პუნქტზე შეთანხმდნენ: მადრიდელებმა ესპანელი ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება დაიტოვეს, რაც 2015/16 ან 2016/17 წლების სეზონში, შესაძლებელია მოხდეს. ყველაფერი ფეხბურთელის კარგ ასპარეზობაზეა დამოკიდებული და თუ "რეალი" მორატას დაბრუნებას გადაწყვეტს, არანაკლებ 30 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს.
შეგახსენებთ, რომ მორატამ გასულ სეზონში 28 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა.


www.worldsport.ge

0
4
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
4
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0