ავსტრალიის ეროვნული ნაკრების და "ნიუ იორკ რედ ბულსის" შემტევმა ტიმ კეჰილმა, შესაძლოა, კარიერა ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელოს. ბრიტანული მედიის ცნობით, 34 წლის ფეხბურთელით "ქუინზ პარკ რეინჯერსი" და "სანდერლენდი" არიან დაინტერესებულნი.
მოგეხსენებათ, კეჰილს პრემიერლიგაში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს. ფეხბურთელი, 2004 წლიდან 2012 წლის ჩათვლით, "ევერტონის" შემადგენლობაში გამოდიოდა. ლივერპულელთა მაისურით ავსტრალიელმა 271 მატჩი ჩაატარა და 66 გოლთან ერთად 29 საგოლე გადაცემასაც მოუყარა თავი.
ბრაზილიაში დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე კეჰილმა ორი გოლი გაიტანა. ჰოლანდიელთა წინააღმდეგ გამართულ მატჩში კეჰილი მუნდიალის ერთ-ერთი ლამაზი გოლის ავტორი გახდა. შედეგად, 34 წლის შემტევს მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, პრემიერლიგაში დაბრუნების შანსი გაუჩნდა.
გიორგი ბალახაძე
www.worldsport.ge