x
image
worldsport.ge
პლეტიკოშამ სანაკრებო კარიერა დაასრულა

imageხორვატიის ეროვნული ნაკრების 35 წლის მეკარემ სტიპე პლეტიკოშამ სანაკრებო კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული ინფორმაცია მეკარემ სპორტსკე novosti daily-სთან ინტერვიუში გაახმაურა.
"გადაწყვეტილება მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე მივიღე. ამის შესახებ ნიკო კოვაჩსაც ვუთხარი და მან გამიგო. ახლა ჯერი ახალგაზრდებისაა." - განაცხადა პლეტიკოშამ.
ვეტერან მეკარეს სანაკრებო დებიუტი 1999 წელს დანიის წინააღმდეგ ჰქონდა. მას შემდეგ პლეტიკოშამ ეროვნული ნაკრების კარი 114 შეხვედრაში დაიცვა. პლეტიკოშას საერთაშორისო გამოცდილება დიდი აქვს: 2002, 2006, 2014 წლების მსოფლიო ჩემპიონატებზე და 2008 და 2012 წლების ევროპის ჩემპიონატზე უასპარეზია.
ივარაუდება, რომ ხორვატთა ეროვნულ ნაკრებში პლეტიკოშას სრულფასოვანი შემცვლელი "მონაკოს" 29 წლის მეკარე დანიელ სუბასიჩი იქნება.

გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
1
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0