x
image
worldsport.ge
არდა თურანს “ატლეტიკოდან” წასვლა არ სურს

imageიმის მიუხედავად, რომ არდა თურანის გადაბირება ბევრ კლუბს სურს, თურქი ნახევარმცველი “ატლეტიკოს” დატოვებას არ აპირებს.
AS-ის ინფორმაციით, არდა და მისი ოჯახი მადრიდს ძალიან შეეჩვივნენ და საცხოვრებელი ადგილის გამოცვლა არ სურთ.
შეგახსენებთ, რომ 27 წლის ფეხბურთელით “ბარსელონა” და რამდენიმე ინგლისური გუნდი ინტერესდებიან, მაგრამ, როგორც ჩანს, იგი მომდევნო სეზონშიც მადრიდული კლუბის ფეხბურთელი იქნება.
პრიმერა დივიზიონის განვლილ სეზონში არდამ 30 მატჩი ჩაატარა და სამი გოლითა და ოთხი საგოლე გადაცემით გამოირჩა.

ლევან გოგოტიშვილი

www.worldsport.ge

0
24
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0