x
image
worldsport.ge
"მონაკომ" ხამეს როდრიგესის შემცვლელი მოძებნა

imageფრანგული მედიის ცნობით, "მონაკომ" თვალი ლისაბონის "ბენფიკას" თავდამსხმელ როდრიგოს დაადგა. გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგები ესპანელ ფეხბურთელს ხამეს როდრიგესის შემცვლელად მოიაზრებენ, იმ შემთხვევაში თუ კოლუმბიელი კლუბს დატოვებს.
მოგეხსენებათ, ესპანური მედია 23 წლის კოლუმბიელ ფეხბურთელს მადრიდის "რეალს" აქტიურად უკავშირებს.
ბრაზილიური წარმოშობის 23 წლის ცენტრალური ფორვარდი 30 მილიონ ევროდაა შეფასებული. "მონაკოს" გარდა ფეხბურთელით "ვალენსია", "ატლეტიკო" და ლონდონის "არსენალიც" ინტერესდებიან.
გასულ სეზონში როდრიგო მორენო მაჩადომ პორტუგალიური გრანდის მაისურით 43 შეხვედრა ჩაატარა და 18 გოლი გაიტანა.

გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
23
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0