x
image
worldsport.ge
უეფა საუკეთესო ფეხბურთელს 28 აგვისტოს გამოავლენს

imageევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია უეფა, 2013/14 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელს 28 აგვისტოს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრის ცერემონიალზე გამოავლენს.
გამოცხადდა სპორტულ ჟურნალისტთა მიერ დასახელებული ათი ნომინანტი. სია ასე გამოიყურება:
დიეგო კოშტა (ესპანეთი, "ატლეტიკო", ამჟამად ლონდონის "ჩელსი), არიენ რობენი (ჰოლანდია, მიუნხენის "ბაიერნი"), ლუის სუარესი (ურუგვაი, "ლივერპული", ამჟამად "ბარსელონა"), კრიშტიანუ რონალდუ(პორტუგალია, მადრიდის "რეალი"), ხამეს როდრიგესი (კოლუმბია, "მონაკო"), მანუელ ნოიერი, ფილიპ ლამი, თომას მიულერი (ყველა გერმანია, "მიუნხენის "ბაიერნი"), ლიონელ მესი (არგენტინა, "ბარსელონა"), ანხელ დი მარია (არგენტინა, მადრიდის "რეალი").
აქვე იმასაც გეტყვით, რომ 14 აგვისტოს ცნობილი გახდება ამ სიიდან იმ სამი მოთამაშის ვინაობა, ვინც საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულისთვის გააგრძელებს ბრძოლას.
2012/13 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშე საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და მიუნხენის "ბაიერნის" შემტევი ფრანკ რიბერი გახდა, მეორე ადგილზე ლიონელ მესი გავიდა, ხოლო მესამე ადგილი კრიშტიანუ რონალდუს ერგო.

გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

1
117
3-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
117
  
2014, 18 ივლისი, 21:07
პირველობას წესით რონალდუს ვერ შეეცილებიან ,ის უდაოდ ლიდერია 2013-14წლის
0 1 1