x
image
worldsport.ge
ვალენსია კარიერას "ვესტ ჰემში" გააგრძელებს

imageეკვადორის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე მექსიკური "პაჩუკას" ყოფილი ფეხბურთელი ენერ ვალენსია, კარიერას ინგლისურ "ვესტ ჰემში" გააგრძელებს. 25 წლის ფორვარდი მომავალ კლუბთან 5 წლიან კონტრაქტს გააფორმებს. აღნიშნულ ინფორმაციას ინგლისური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ადასტურებს.
ენერ ვალენსიამ ბრაზილიაში დასრულებულ მუნდიალზე 3 გოლი გაიტანა, თუმცა მისმა კარგმა თამაშმა სამხრეთამერიკელებს პლეი ოფის საგზური ვერ მოუტანა. გავრცელებული ინფორმაციით, ინგლისელებმა მექსიკურ კლუბს თავდამსხმელის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო გადაუხადეს.
"პაჩუკას" შემადგენლობაში ვალენსია 2014 წლის იანვრიდან გამოჩნდა. 25 წლის ფორვარდმა 27 მატჩი ჩაატარა და 23 გოლთან ერთად, სამ საგოლე გადაცემასაც მოუყარა თავი. ეკვადორის ნაკრებში ვალენსია 2012 წლიდან თამაშობს და 13 მატჩში თავი შვიდჯერ გამოიჩინა.


გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
1
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0