x
image
worldsport.ge
ოფიციალურად: იტურბე “რომას” ფეხბურთელია

image“რომამ” და “ვერონამ” ხუან იტურბეს ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწიეს.
21 წლის შემტევის შეძენა რომაულ კლუბს 22 მილიონი ევრო დაუჯდა. იტურბეს წარმატებული თამაშის შემთხვევაში, “ვერონა” ბონუსად კიდევ 2.5 მილიონს მიიღებს. არგენტინელმა დედაქალაქურ კლუბში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და ხუთწლიან კონტრაქტსაც მოაწერა ხელი. ამის შესახებ “რომას” ოფიციალური საიტი იუწყება.
გასულ სეზონში იტურბემ 33 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა.
მიმდინარე ზაფხულში არგენტინელი “რომას” უკვე მეხუთე შენაძენია ურბი ემანუელსონის, ეშლი კოულის, სეიდუ კეიტასა და სალიჰ უჩანის შემდეგ.

ლევან გოგოტიშვილი

www.worldsport.ge

0
2
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
2
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0