საზოგადოება ეკა ხოფერია: - " დიდი მადლობა მეგობარო, რომ ოდესღაც მიმიღე რუსთავი ორში, მომემატრები ჩემო ძვირფასო მეგობარო, ვნანობ ყოველ წამს, რომელიც ვერ დაგითმე..." 2014, 16 ივლისი, 14:08 სატელევიზიო სივრცის ერთ - ერთმა პოპულარულმა ჟურნალისტმა და გადაცემა " ეკა ხოფერიას შოუს" წამყვანმა ეკა ხოფერიამ საკუთარი ფეისბუქის გვერდი ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებას დაუთმო და სამადლობელი სიტყვებით გამოემშვიდობა გარდაცვლილს.– " დიდი მადლობა მეგობარო, რომ ოდესღაც მიმიღე რუსთავი 2 - ში, დიდი მადლობა, რომ პროფესიონალებთან ერთად გადაწყვიტე, რომ მე ეს შემეძლო. მადლობა ყოველი შენი შენიშვნებისთვის..., რომელსაც მე ზოგჯერ ვეწინააღმდეგებოდი...მომენატრები, ჩემო ძვირფასო მეგობარო და ვნანობ ყოველ წამს, რომელიც ვერ დაგითმე(((".
კოლეგების მიმართ უზომო გულისწყვეტა ვერ დაფარა და შემდეგი შინაარსის სტატუსი დაწერა: - " მთელი ღამე ვფიქრობდი ბევრ რამეზე ისეთზეც, აქ რომ არ დაიწერება, ერთს გაგიზიარებთ მხოლოდ. უცებ წარმოვიდგინე, რომ ისევ ერთად ვმუშაობთ, მოხდა ეს ამბავი, ვინ გამაჩერებდა ან მე ან გუნდის რომელიმე წევრს სახლში, არც ღამე არავინ წავიდოდით, ბევრს ვისაუბრებდით ვერსიებზე, ვის რა ინფორმაცია გვქონდა. იმავე ღამეს დაიგეგმებოდა გადაცემები, სიუჟეტები, სტუმრები და იმავე ღამეს გავიდოდით ეთერში, და ყველაფერი, როგორც იმ გუნდს ჩვეოდა, 1 წუთში მომზადდებოდა და მომზადდებოდა ხარისხიანად. P.S.
წარმომიდგენია რას მიზამდა ყოველი ცუდი კადრის ან გაცდენილი სტუმრითვის))) ისე, ბევრი მაგარი კადრი " გამაზეთ" კოლეგებო, ნიშნისმოგებით არ გეუბნებით, უბრალოდ იქ ვიყავი და არ შემეძლო, არ დამეწერა)))".
ეკა ხოფერიას თოქ-შოუ საზოგადოებრივ-სოციალური თოქ-შოუ სატელევიზიო გადაცემა: მოსწონს 62.653 ადამიანს გააზიარეთ
დიდი მადლობა, მეგობარო, რომ ოდესღაც მიმიღე რუსთავი ორში, დიდი მადლობა, რომ პროფესიონალებთან ერთად გადაწვიტე, რომ მე ეს შემეძლო. მადლობა ყოველი შენი შენიშვნისთვისთვის დვალთან და ნიკასთან ერთად, რომელსაც მე ზოგჯერ ვეწინააღმდეგებოდი( ერთხელ მითხარი, მთავარია, შენ როგორც ხედავ, შენ როგორც დაინახავო, ისე გააკეთე.... ბევრი ვიკამათეთ))) მომემატრები, ჩემო ძვირფასო მეგობარო ვნანობ ყოველ წამს, რომელიც ვერ დაგითმე((( 156 10-ს მოსწონს 1-ს არა
|