მკვლელობა თუ თვითმკვლელობა? ქართველი ჟურნალისტები ეროსი კიწმარიშვილის საეჭვო გარდაცვალებაზე ალაპარაკდნენ
გარდაიცვალა ქართული ჟურნალისტიკის ერთ - ერთი უნიჭიერესი სახე ეროსი კიწმარიშვილი.განათლებით ექიმმა ეროსი კიწმარიშვილმა .20 წლის წინ ტელეკომპანია " რუსთავი 2" დააარსა. წლების მანძილზე ის აქტიურ პოლიტიკაშიც იყო და მედიასაც ხელმძღვანელობდა.
ქართველი ჟურნალისტების მთელი არმია ეროსი კიწმარიშვილის მოულოდნელ და საიდუმლოებით მოცულ გარდაცვალებაზე ხმამარლა ალაპარაკდნენ. სატელევიზიო სივრცის ქართველი ვარსკვლავები: ნანუკა ჟორჟოლიანი, თამარ ჩერგოლეიშვილი, დიანა ტრაპაიძე, მერაბ მეტრეველი და სხვები აბსოლუტურად გამორიცხავენ თვითმკვლელობის ვერსიას და დამაჯერებლად საუბრობენ იმ ვერსიებზე, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო კიწმარიშვილის დაღუპვის მიზეზიც და საბაბიც.
როგორც თამარ ჩერგოლეიშვილის წერილიდან ირკვევა, რომელიც მან სოციალურ ქსელში განათავსა, ვკითხულობთ: - " ეროსი არ იყო უბრალო მოქალაქე, ეროსი ნაციონალური, ოპოზიციური არხის საქმეზე მთავარი მოწმე იყო, რომლის ამჟამინდელი მფლობელებისთვის წართმევას დღევანდელი მთავრობა ცდილობს...ნებისმიერი შეტევა " რუსთავი 2 - ზე ეროსი კიწმარიშვილის თვითმკვლელობის ვერსიას ყოველგვარ საფუძველს გამოაცლის და დამარწმუნებს, რომ შეკვეთილ მკვლელობასთან გვაქვს საქმე..."![მკვლელობა თუ თვითმკვლელობა? ქართველი
ჟურნალისტები ეროსი კიწმარიშვილის
საეჭვო გარდაცვალებაზე ალაპარაკდნენ image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201407/2014071519581530087.jpg)
ქართული მედიის ცნობილი სახეები სოციალურ ქსელში სტატუსებს წერენ და გაკვირვებულები უარყოფით ემოციებს ვერ მალავენ. აი მაგალითად რას წერს საკუთარი ფეისბუქის გვერდზე ნანუკა ჟორჟოლიანი: - "ეროსი კიწმარიშვილი ჩაცხრილეს მანქანაში! გარდაიცვალაო ამბობენ!!!((( რამე იცით? სახლის წინ მანქანაშიო!!!(((( სახლიდან გამოვიდა, მანქანაში ჩაჯდა, დაქოქა, მერე მივიდა ჭავჭავაძემდე, ამოიღო იარაღი და თავი მოიკლა? ვის ჯერა ახლა ეს!!!"
მეგობრები და ჟურნალისტები ვერ იჯერებენ, რომ ეროსი სიცოცხლეს თვითმკვლელობით დაასრულებდა. ინტერვიუში ამის შესახებ საუბრობენ ნანა ლეჟავა, მერაბ მეტრეველი, ეკა ხოფერია, მანანა მანჯგალაძე და სხვები.ისინი პროკურატურის პირველ ვერსიას კატეგორიულად გამორიცხავენ და ამბობენ, რომ კიწმარიშვილს არა ერთი მტერი ჰყავდა.![მკვლელობა თუ თვითმკვლელობა? ქართველი
ჟურნალისტები ეროსი კიწმარიშვილის
საეჭვო გარდაცვალებაზე ალაპარაკდნენ image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201407/2014071520211130087.jpg)