x
image
worldsport.ge
სუარესი ბარსელონაშია

imageურუგვაის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი, ლუის სუარესი, ბარსელონაში ჩაფრინდა, რათა ახალ კლუბთან ხელშეკრულება გააფორმოს.
Sky Sports-ის ცნობით, 27 წლის ფეხბურთელი “ბარსელონასთან” სულ მალე მოაწერს ხელს. აღნიშნული ტრანსფერი კატალონიელებს 70 მილიონი გირვანქა დაუჯდათ.
შეგახსენებთ, რომ სუარესს ოქტომბრის ბოლომდე გუნდთან ერთად ვარჯიშის უფლება არ აქვს. სწორედ ამ დროს გასდის ვადა ურუგვაელის ოთხთვიან დისკვალიფიკაციას, რომელიც მან მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯორჯო კიელინის კბენისთვის მიიღო.
სუარესი “ბარსელონაში” “ლივერპულიდან” გადავიდა. ლივერპულელთა შემადგენლობაში, ურუგვაელმა გასულ სეზონში პრემიერლიგაში 33 შეხვედრა ჩაატარა და თავი 31 გოლითა და 13 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.


ლევან გოგოტიშვილი

www.worldsport.ge

0
31
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
31
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0