x
image
worldsport.ge
საბელია, შესაძლოა, მარტინომ შეცვალოს

imageმიუხედავად იმისა, რომ ალეხანდრო საბელიამ არგენტინის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გაიყვანა, შესაძლოა, მუნდიალის გადამწყვეტი მატჩი მისთვის ამ თანამდებობაზე ბოლო აღმოჩნდეს. არგენტინული მედიის ინფორმაციით, დიდი შანსია, "ალბისელესტე" კატალონიის "ბარსელონას" ყოფილმა მწვრთნელმა ხერარდო მარტინომ ჩიაბაროს.
შეგახსენებთ, რომ არგენტინელი სპეციალისტი "ბარსელონადან" წარუმატებელი შედეგის გამო გაანთავისუფლეს.
რამდენიმე დღის წინ, არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს დიეგო სიმეონეს უკავშირებდნენ, თუმცა იგი მადრიდის "ატლეტიკოს" თავკაცობს და სამუშაო ადგილის შეცვლას არ აპირებს.

გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
3
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
3
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0