x
image
worldsport.ge
ტიაგო სილვა: “ბრაზილია ასეთი ანგარიშით კიდევ ასი წელი არ დამარცხდება”

imageბრაზილიის ეროვნული ნაკრების კაპიტანი, ტიაგო სილვა, თვლის, რომ მისი გუნდი ასეთ (გერმანელებთან წაგებული შეხვედრა – 1:7) მარცხს კიდევ ასი წლის განმავლობაში არ იგემებს.
“მაშინ მოედანზე არ ვყოფილვარ, მაგრამ გუნდის ნაწილი ვარ. მეტიც – მე გუნდის კაპიტანი ვარ. ასე კიდევ ასი წლის განმავლობაში არ დავმარცხდებით. ჩვენ ჩავატარეთ ექვსი საშინელი წუთი, რამაც, საბოლოოდ, ტრაგიკულ შედეგამდე მიგვიყვანა.
ყველაფრის მიუხედავად, ისეთივე მოტივირებულები ვართ, როგორც ყოველთვის. უბრალოდ ვალდებულები ვართ, ჩვენს ისტორიაში ახალი გვერდი დავწეროთ. ჰოლანდიელებთან წინა მსოფლიოს ჩემპიონატზე დავმარცხდით და ახლა რევანშის დროა.
ახლა სკოლარის კრიტიკის დრო არაა. ჩვენ ერთი გუნდი ვართ და როდესაც გუნდი შეცდომებს უშვებს, ეს ყველას ბრალია” – ავრცელებს სილვას კომენტარს Goal.com-ი.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ადგილისთვის მატჩში ბრაზილიისა და ჰოლანდიის ეროვნული ნაკრებები ერთმანეთს დღეს, 00:00 საათზე დაუპირისპირდებიან.

ლევან გოგოტიშვილი

www.worldsport.ge

0
26
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
26
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0