x
image
worldsport.ge
ფიფამ “ოქროს ბურთის” 10 კანდიდატი დაასახელა

imageფიფამ მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულის ათი კანდიდატი დაასახელა. გერმანიის ნაკრებს სიაში ოთხი წარმომადგენელი ჰყავს: ნახევარმცველები ტონი კროოსი და თომას მიულერი და მცველები ფილიპ ლამი და მატს ჰუმელსი. არგენტინელთაგან სამი ფეხბურთელი გამოარჩიეს: ნახევარმცველი ანხელ დი მარია, მცველი ხავიერ მასკერანო და თავდამსხმელი ლიონელ მესი.
ჩამოთვლილი შვიდი ფეხბურთელის გარდა პრეტენდენტები არიან: ბრაზილიელი ფორვარდი ნეიმარი, ჰოლანდიელი ნახევარმცველი არიენ რობენი და კოლუმბიელი ნახევარმცველი ჯეიმს როდრიგესი.
ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი “ოქროს ბურთით” დაჯილდოვდება. მეორე და მესამე ადგილზე გასულებს კი ვერცხლის და ბრინჯაოს ბურთები გადაეცემათ.

ოთარ მაღლაკელიძე

www.worldsport.ge

1
284
3-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
284
  
2014, 12 ივლისი, 15:17
კრისტიანო რონალდო რატომ არ არის
0 1 1