დიდი ალბათობით, ვეტერანი ინგლისელი მარცხენაფლანგელი ეშლი კოული კარიერას “რომაში” განაგრძობს. ამის შესახებ იტალიური მედიასაშუალებები იუწყებიან. მცველს ლონდონის “ჩელსისთან” კონტრაქტი ამოეწურა და მისი გახანგრძლივება არც კლუბმა ისურვა, არც თავად ფეხბურთელმა. სავარაუდოდ, ეშლი კოული რომაელებთან კონტრაქს 2+1 წლით გააფორმებს. აღსანიშნავია, რომ კოულს წინადადება “მონაკოსგან” და აშშ-ს რამდენიმე კლუბისგან ჰქონდა.