x
image
worldsport.ge
ნეიმარისთვის მუნდიალი დასრულდა

imageბრაზილიის ეროვნული ნაკრები საკუთარ ქვეყანაში, მსოფლიოს უმთავრესი ტიტულის მეექვსედ მოსაპოვებლად, ნეიმარის გარეშე იბრძოლებს. ვინც ბრაზილია - კოლუმბიის მატჩს (2:1) მიადევნა თვალი, გემახსოვრებათ, თუ როგორ შეეჯახა მატჩის მიწურულს ხუან ზუნიგა ბრაზილიის და "ბარსელონას" ვარსკვლავს ზურგიდან.
ნეიმარმა ზურგში ძლიერი ტკივილი იგრძნო და ფორტალეზას ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. "სელესაოს" დამრიგებელის, ლუიშ ფელიპე სკოლარის თქმით, ახალგაზრდა ფეხბურთელი ტკივილისგან ყვიროდა. ნეიმარს რენტგენი გადაუღეს და ბრაზილიელთა ექიმმა როდრიგო ლასმარმა შემდეგი განცხადება გააკეთა:
"ძალიან საწყენი ინფორმაციაა, მისთვის მსოფლიო ჩემპიონატი ნაადრევად დასრულდა. ნეიმარს მალის მოტეხილობა დაუდგინდა და 4-დან 6-თვემდე იუქმებს. მართალია სერიოზული ტრავმა არაა და არც ოპერაცია სჭირდება, თუმცა რეაბილიტაციისთვის პერიოდი აუცილებლად დასჭირდება."
შედეგად, ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ნახევარფინალური მატჩისთვის საფიქრალი ნამდვილად ექნება. "სელესაოს" გერმანიის წინააღმდეგ ნეიმარის გარდა, დისკვალიფიცირებული გუნდის კაპიტანი, ტიაგო სილვაც ვერ დაეხმარება.




გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
139
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
139
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0