x
image
worldsport.ge
ფიფა, შესაძლოა, მორიგ სკანდალში გაეხვეს

imageრიო დე ჟანეიროს პოლიციის საგამოძიებო ჯგუფმა 11 დამნაშავე აიყვანა, რომლებიც გადამყიდველები იყვნენ. პოლიციის განცხადებით, ფიფა ჩართული იყო კორუფციულ გარიგებაში, რომლის მიხედვითაც გაყიდული ბილეთებით 100 მილიონი დოლარის მოგება ნახა.
ბრაზილიაში მიმდინარე მუნდიალზე, მატჩებზე დასასწრები ბილეთები სწრაფი ტემპებით გაიყიდა. აღნიშნული საქმის გამომძიებელი ფაბიო ბარუკი ამბობს, რომ ფიფა ბილეთების მიმწოდებელი წყარო იყო, რომელიც ხელმისაწვდომი გახლდათ ფიფას ოფისებიდან და სტადიონებიდან. გამოძიების თანახმად გადამყიდველები ბილეთების ფასს რვაჯერ ზრდიდნენ და ამით სოლიდური მოგებაც მიიღეს.
გამოძიების მეთაური ფიფას წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავს. ფეხბურთის მთავარი მმართველი ორგანოს წარმომადგენელმა დელია ფიშერმა განაცხადა, რომ პოლიციიდან მათ ჯერჯერობით არავინ დაკავშირებია და თურმე, ფიფას დადანაშაულება ყოველთვის ადვილია.
დაკავებული 11-კაციანი ჯგუფის მეთაური ალჟირელი მუჰამედ ლამინე ფოფანაა, რომელიც კოპაკაბანას სასტუმროში ნომერი აქვს აღებული. ეს "კოპაკაბანა პალასი" ფიფას მაღალი რანგის ჩინოვნიკების ადგილსამყოფელიცაა. საქმის მთავარ გამომძიებელს სჯერა, რომ ფოფანა შუამავალია ფიფასა და გადამყიდველებს შორის.


ბალახაძე გიორგი
www.worldsport.ge


0
128
1-ს არ მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
128
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0