x
image
worldsport.ge
ალჟირში ზეიმი მსხვერპლით დასრულდა

imageალჟირის ნაკრების მიერ მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის გადალახვას ორი გულშემატკივარი შეეწირა. მას შემდეგ, რაც ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩის გუნდმა მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალის საგზური მოიპოვა, ალჟირის ქალაქების ქუჩები წარმატების აღსანიშნავად გამოსული ხალხით გადაიჭედა.
სახალხო ზეიმი რამდენიმეგან უწესრიგობაში გადაიზარდა და ერთ-ერთ დაპირისპირებას მსხვერპლიც მოჰყვა. ადგილობრივი გამოცემების ცნობით, 2 ადამიანი დაიღუპა და 31 დაშავდა.
ალჟირის ნაკრები მერვედფინალში გერმანიას დაუპირისპირდება. ეს შეხვედრა 1 ივლისს, პორტუ ალეგრიში გაიმართება.




ოთარ მაღლაკელიძე

www.worldsport.ge

0
19
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
19
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0