x
image
worldsport.ge
კიელინი: “სუარესის სასჯელი ზედმეტად მკაცრია”

imageიტალიის ნაკრების ცენტრალური მცველი ჯორჯო კიელინი მიიჩნევს, რომ FIFA-მ, ურუგვაელი ლუის სუარესი ზედმეტად მკაცრად დასაჯა.
მსოფლიოს ჩემპიონატზე, ურუგვაისა და იტალიას შორის გამართული მატჩის დროს, სუარესმა კიელინის უკბინა, რის გამოც ის 9 სანაკრებო თამაშს გამოტოვებს და მომდევნო 4 თვის განმავლობაში ვერც კლუბში ითამაშებს.
“არანაირი სიხარულის ან შურისძიების გრძნობა არ მაქვს. ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, თუ რა რთული პერიოდის გადატანა მოუწევთ სუარესსა და მის ოჯახს.
მსგავს სიტუაციაში, ყოველთვის დასჯის მომხრე ვარ, მაგრამ სასჯელის ეს სახე ზედმეტად მკაცრია.” – ციტირებს კიელინის სიტყვებსSky Sports-ი.

მიშა ზაქარეიშვილი

www.worldsport.ge

0
76
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
76
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0