ქალი და მამაკაცი ლეონარდო დიკაპრიო ახალ "სკანდალშია" გახვეული - ექსკლუზიურ ფოტოებს ავრცელებს ბრიტანული სოციალური ქსელი მსახიობის ახალ სასიყვარულო თავგადასავალზე ( + ბევრი ფოტო ) 2014, 25 ივნისი, 18:37 ამჯერად უცხოური პრესა აქტიურად განიხილავს ლეონარდო დიკაპრიოს ახალ სასიყვარულო რომანს. მსახიობისა და მოდელის ქეით კლირის მეუღლემ სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოების გამო, სადაც ის ლეონარდოსთან ერთად კანის კინოფესტივალზე იმყოფებოდა, თავი მოიკლა.
დიკაპრიოს სახელი უკავშირდება წყვილის დაშორების მიზეზს. როგორც აწ გარდაცვლილის წარმომადგენელი აცხადებს, ეს ძალიან დამამცირებელია არა მარტო მოდელისთვის, არამედ თავად ლეონარდოსთვის.
ბიზნესმენმა კალიფორნიაში თავი კვირას მოიკლა ცეცხლსასროლი იარაღით.რას წერენ 49 წლის ბიზნესმენის შესახებ მისი მეგობრები; - " ქეითთან განქორწინებიდან სულ რამდენიმე თვეში მან თვითკვლელობით დაასრულა სიცოცხლე/ის იყო განსაცვიფრებელი ადამიანი, რომელსაც სიგიჟემდე უყვარდა თავისი ცოლი, ის მზად იყო ყველაფერი გაეკეთებინა მისი ბედნიერებისთვის, რადგან თვლიდა, რომ მისი მეუღლე საუკეთესოს იმსახურებდა, მაგრამ როდესაც ქალბატონმა მეტი მოინდომა, ბიზნესმენი განადგურებული იყო, რადგან უამრავ ვალებში ჩავარდა.მან კარგად იცოდა, რომ ადრიანას მის მიმართ დიდი სიყვარული არ ამოძრავებდა, რადგან ის ძალიან, ძალიან ლამაზი და ქარიზმატულია.გრძნობდა, რომ ვერ შეინარჩუნებდა საყვარელ ცოლს." ცოლის სურვილმა განქორწინების შესახებ საერთოდ გაანადგურა მამაკაცი. მას სერიოზული ფინანსური პრობლემები შეექმნა და დეპრესიაში ჩავარდა. წყაროს ინფორმაციით როგორც მოდელი, ასევე მსახიობი კატეგორიულად უარყოფენ გავრცელებულ ჭორებს მათ შესახებ და აცხადებენ, რომ არავითარი ფლირტი არ არსებობს და ეს მხოლოდ შემთხვევითი შეხვედრა იყო. 441 10-ს მოსწონს 1-ს არა
|