ფეხბურთი მარადონამ ფიფა კოსტარიკელების გამო გააკრიტიკა 2014, 22 ივნისი, 10:55 დიეგო მარადონამ ფიფა იმის გამო გააკრიტიკა, რომ იტალიასთან მატჩის შემდეგ ამ ორგანიზაციამ შვიდ კოსტარიკელ ფეხბურთელს ჩაუტარა დოპინგ-კონტროლი. არადა, ფიფას წესებით, მსგავსი ტესტი მხოლოდ ორმა სპორტსმენმა უნდა გაიაროს. “შვიდი მოთამაშე! არასდროს მინახავს მსგავსი რამ. რატომ შვიდი კოსტარიკელი და არა იტალიელი? – უთხრა მარადონამ Corriere dello Sport-ს, - ეს იმიტომ ხდება, რომ მავანთ არ მოსწონთ კოსტარიკელთა და არა ფავორიტთა გასვლა პლეი ოფში, სპონსორებისგან შეპირებულ ფულს ვეღარ მიიღებენ.” სოლომონ გულისაშვილი 343 2-ს მოსწონს
|