x
image
worldsport.ge
სუარესი: "მაინტერესებს ინგლისში რას ფიქრობენ"

imageინგლისის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში ურუგვაის თავდამსხმელმა ლუის სუარესმა დუბლი შეასრულა და საკუთარ ნაკრებს მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა. მატჩის შემდეგ, "ლივერპულის" ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ინგლისელთა წინააღმდეგ მატჩს დიდი ხანი ელოდა.
"შეხვედრის შესახებ დიდი ხანი ვფიქრობდი და როგორც ვოცნებობდი, მოვლენებიც ისე განვითარდა. გატანილი გოლებით დავტკბი, რადგან წლების განმავლობაში ინგლისში კრიტიკის ქვეშ ვიყავი და ხალხი ჩემ ასპარეზობას არასათანადოდ აფასებდა. ჩემი ძალების დასამტკიცებლად მშვენიერი დრო დადგა და მაინტერესებს, ახლა ინგლისში რას ფიქრობენ. დიდი მადლობა გულშემატკივრებს მხარში დგომისთვის, კოსტა რიკასთან წაგების შემდეგ, ჩვენ ყველამ ერთად მოვახერხეთ კრიტიკის დაძლევა." - განაცხადა სუარესმა.
ურუგვაის და ინგლისის ნაკრებების დაპირისპირების შემდეგ (2:1), შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად, რა თქმა უნდა, დუბლის ავტორი ლუის სუარესი დაასახელეს.


გიორგი ბალახაძე
www.worldsport.ge


0
154
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
154
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0